Thursday, 31 January 2013

შვეიცარიის დროშა შედგება წითელი ფონისა და მის ცენტრში გამოსახული თეთრი ჯვრისგან. წარმოადგენს ერთადერთ კვადრატულ სახელმწიფო დროშას, თუმცა ასევე კვადარტული დროშა აქვს ვატიკანს.
ჯვრის ზომები ოფიციალურად 1889 წელს იქნა განსაზღვრული. თეთრი ჯვარი, როგორც სამხედრო სიმბოლო გამოიყენებოდა ძველი შვეიცარიის კონფედერაციაში XIV საუკუნიდან, მაგრამ მისი თანამედროვე მონახაზი კვადრატულ წითელ ფონზე მხოლოდ ნაპოლეონის პერიოდში შეიქმნა და პირველად გამოყენებულ იქნა 1800 წელს, ასი დღის დროს, გენერალ ნიკლაუს ფრანც ვონ ბეხმანის მიერ, სახელმწიფო დროშად კი ოფიციალურად 1889 წელს დამტკიცდა.


რსებობს გერბისა და ფარის რამდენიმე ვარიაცია, თუმცა 1889 წლის 12 დეკებრის სახელმწიფო რეზოლუციით გერბის ჯვრის ოთხივე განშტოებას უნდა ჰქონდეს ერთიდაიგივე სიგრძე, რომლის თანაფარდობა სიგანესთან უნდა იყოს 7:6. რეზოლუციას თან ახლავს გერბის ჩანახატიც.
აღსანიშნავია რომ ჯერ კიდევ 1339 წელს ლაუპენის ბრძოლის დროს ჯარს წინ მიუძღვოდა თეთრი ბერძნული ჯვარი წითელ ფონზე.










დედაქალაქი [რედაქტირება]

შვეიცარიას არ აქვს ოფიციალური დედაქალაქი. ბერნი არის ოფიციალურად Bundesstadt(გერმ. "ფედერალური ქალაქი"), და არა Bundeshauptstadt (გერმ. "ფედერალური დედაქალაქი"). ბერნში არის ფედერალური მთავრობა, რაც მას ხდის დე ფაქტო დედაქალაქად.